ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფინალური შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველობაზე

19 ივნისი, 2024

ფეხბურთში, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე გამართული ტურნირის გამარჯვებული წნისის გუნდი გახდა.

მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ფეხბურთში ადმინისტრაციულ ერთეულებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს შორის შეჯიბრი გაიმართა.

ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი წნისის გუნდმა დაიკავა, მეორეზე მერიის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ვალის გუნდი გახდა.

გამარჯვებულ გუნდებს მერიისგან ფულადი ჯილდოები, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

+8

 

გააზიარე