ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფოლკლორული საღამო ახალციხეში

20 May, 2019

 

ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართა.

ახალციხელი მაყურებლის წინაშე თბილისის სახელმწიფო კონცერვატორიის ფოლკლორული ანსამბლი წარსდგა, რომელმაც საქართველოს რეგიონებში გავრცელებული და ქალაქური ფოლკლორის ნიმუშები შეასრულა. ღონისძიებაზე თავისი რეპერტუარით წარსდგა ახალციხის ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთიც". საღამო ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

კონსერვატორიის ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნატალია ზუმბაძემ ღონისძიების ორგანიზატორებსა და მოწვეული სტუმრებს გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა, ანსამბლ „მესხეთს“ კი შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

 

გააზიარე