ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პროგრამა - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მაღალმთიან სოფლებს!

9 ოქტომბერი, 2019

პროგრამა - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მაღალმთიან სოფლებს!

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორცილებს პროგრამას "ინტერნეტი განვითარებისთვის". პროგრამის ფარგლებში დღეს, ქალაქ ვალეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

შეხვედრაზე მოსულ ყველა სტუმარს, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში,
რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, გადაეცა ინტერნეტში ჩართვის უფასო ერთჯერადი,
ელექტრონული ვაუჩერი. ვაუჩერის მეშვეობით ოჯახები მოახდენენ ინტერნეტის
უფასო ინსტალაციას და ისარგებლებენ შეღავათებით სააბონენტო გადასახადზე.

შეხვედრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლია მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ყველა ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100,000-ს.

 

გააზიარე