ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რაბათის უბანში გარე-განათების სისტემა ეწყობა

4 ივნისი, 2020

ქალაქ ახალციხეში გარე განათების სისტემების მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „რაბათის უბნის” ტერიტორიაზე ახალი გარე განათების ქსელი ეწყობა.

პროექტის ფარგლებში, გარე-განათების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს ყაზბეგის, გურამიშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლები ღამის საათებში კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 188 120 ლარით ფინანსდება.

 

გააზიარე