ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

რუსთაველის ქუჩაზე დახურული წყალშემკრების მოწყობა დაიწყო

24 ივლისი, 2020

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე დახურული წყალშემკრების მოწყობა დაიწყო, რომლის სიგრძე 32 მეტრი, სიგანე და სიმაღლე კი 2-2 მეტრი იქნება.

მიმდინარე სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე გაეცნო.

პროექტის დასრულების შემდეგ, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე