ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი

15 ივნისი, 2020

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, 1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული ფილებით და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთება, მოეწყობა საყრდენი კედელი და სამანქანო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი. პროექტი ითვალისწინებს გზის რეაბილიტაციას, ცენტრალური მაგისტრალიდან რუსთაველის ქუჩა №125 კორპუსამდე.

ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა და საფეხმავლო ბილიკის მომზადება ფილების დასაგებად.
მიმდინარე, III ეტაპის სამუშაოებით მთლიანად დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე