ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი

22 სექტემბერი, 2020

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, 1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკზე დეკორატიული ფილები და ბაზალტის ბორდიურები ეწყობა, ასევე კეთდება საყრდენი კედელი, სამანქანო გზაზე კი ასფალტის საფარი უკვე დაიგო. პროექტი ითვალისწინებს გზის რეაბილიტაციას, ცენტრალური მაგისტრალიდან რუსთაველის ქუჩა №125 კორპუსამდეც, სადაც უახლოეს ხანში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყება.

მიმდინარე სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, I ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს;

II ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, 250 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და ღობეები მოეწყო.

მიმდინარე, III ეტაპის სამუშაოებით კი მთლიანად დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე.

გააზიარე