ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საახალწლო კონცერტი ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან

31 დეკემბერი, 2019

ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

გააზიარე