საბავშვო ბაღების მენეჯერებს ტრენინგი უტარდებათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, საბავშვო ბაღების მენეჯერებისათვის, ბავშვთა მიმართ ძალადობის და რეფერირების პროცედურებზე ტრენინგი მიმდინარეობს.
აღნიშნულ თემაზე მენეჯერები ორი დღის განმავლობაში პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.
ტრენინგი World Vision საქართველოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით იმართება.