ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საბავშვო ბაღებს მეთოდური სახელმძღვანელოები გადაეცათ

8 თებერვალი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, (ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის  World Vision -ს წარმომადგენელი ელენა ბეგიაშვილი საბავშვო ბაღების მენეჯერებს და აღმზრდელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს მეთოდური სახელმძღვანელოები: "სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისთვის" გადაეცათ.

საბავშვო ბაღების მენეჯერები, სპეცმასწავლებლები და აღმზრდელები  კი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. იმისათვის, რომ მათ გაიარეს სატრენინგო პროგრამა „ინკლუზიური განათლება“.

 

გააზიარე