ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საჩუქარი სამიზნე საბავშვო ბაღებს

1 ივნისი, 2020

დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა, ქალაქ ვალის №1 საბავშვო ბაღს, ილუსტრირებული და გასაფერადებელი ბროშურები გასდასცეს.

შემეცნებითი და გასართობი ხასიათის ბროშურებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სამიზნე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები მიიღებენ საჩუქრად.

ბროშურებში გადმოცემულია სოციალური ამბავი „ნიკო და ვირუსის“ შესახებ, რომელიც პატარებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, წესებსა და რეკომენდაციებს გააცნობს. პროექტი ,,world vision-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, ბავშვის ადრეული ასაკის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

დღესვე, ქალაქ ვალის №1 საბავშვო ბაღს, რესურს ოთახისთვის საჭირო ინვენტარი - წიგნები და სათამაშოები გადაეცა.

გააზიარე