ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საერთო კრებების ჩატარება გრძელდება

1 თებერვალი, 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები  კიდევ სამ  სოფელში ჩატარდა.

ტატანისის, სვირის და ბოგის  მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი ტატანისი  - სარწყავი არხის რეაბილიტაცია;

▫სოფელი სვირი -სასაფლაოს შემოღობვა, სამეურნეო დანიშნულების შენობის აშენება;

▫სოფელი ბოგა - სოფლის ცენტრიდან სოფლის გასასვლელში არსებული ღელესკენ  სანიაღვრე არხის მოწყობა;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

 დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია:

▫სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება

▫სარწყავი სისტემები

▫სანიაღვრე არხები

▫ნაპირსამაგრი სამუშაოები

▫გზები

▫ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები

▫გარე განათება

▫სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა

▫სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი

▫ამბულატორიის შენობები

▫კულტურის ობიექტები

▫სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი

▫სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით

▫წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი

▫სასაფლაოს შემოღობვა

▫თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები

▫მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.


გააზიარე