ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საერთო კრებების ჩატარება გრძელდება

5 თებერვალი, 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.

ღრელის, ჭაჭარაქის, და მინაძის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი  ღრელი - სარწყავი არხის რეაბილიტაცია;

▫სოფელი ჭაჭარაქი - სარწყავი და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;

▫სოფელი მინაძე - სარწყავი და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

 დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია:

▫სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება

▫სარწყავი სისტემები

▫სანიაღვრე არხები

▫ნაპირსამაგრი სამუშაოები

▫გზები

▫ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები

▫გარე განათება

▫სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა

▫სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი

▫ამბულატორიის შენობები

▫კულტურის ობიექტები

▫სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი

▫სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით

▫წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი

▫სასაფლაოს შემოღობვა

▫თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები

▫მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე