ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

საინფორმაციო მასალების დარიგება

2 May, 2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა სოფლებში ჭაჭარაქსა და წყრუთში ქართულ და სომხურ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ფლაერების დარიგებაში მიიღო მონაწილეობა. მან ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და დაშვებების, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

საინფორმაციო მასალა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მომზადდა და მის გავრცელებაში, როგორც ქართულენოვან, ისე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში ჯამში 35000 სომხურენოვანი და 25000 ქართულენოვანი საინფორმაციო ფლაერი რიგდება.

გააზიარე