ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრები ივლიტასა და სხვილისში

24 აგვისტო, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება.

მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების თანამშრომლები გულიკო მაღრაძე და მანანა მოდებაძე ამჯერად, სოფელ ივლიტისა და სხვილისის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და გააცნეს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობა და საკანონმდებლო რეგულაციები.

ასევე, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და ბულინგის შესახებ. აღნიშნული ბუკლეტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ ინიციატივით მომზადდა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, ადგილობრივებმა მათთვის საინტერესო თემებზე გაამახვილეს ყურადღება.

გააზიარე