საკრებულოს რიგიგ მე-13 სხდომა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 13 -ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე უძღვებოდა,დღევანდელ სხდომას 21 საკრებულოს წევრი ესწრებოდა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სხდომაზე გასულ საკითხებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. აღნიშნული საკითთხები ეხებოდა :
1„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 07 ნოემბრის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ა