ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საკრებულოს რიგით მე-3 სხდომა

26 მარტი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. 

 დეპუტატები დაეთანხმნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ახალციხის ციხე’’-ს (ს/კ 424066736) რეგისტრირებულ მონაცემებეში ცვლილების განხორციელებას და ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლ“-ის (ს/კ 224090490), ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება აწყურის სამუსიკო სკოლ“-ის (ს/კ 224090515) და ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ვალის სამუსიკო სკოლ“-ის (ს/კ 224090506) შერწყმის (გაერთიანების) განხორციელებას.

 სხდომაზე ცვლილებები შევიდა:
✅,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 ივნისის N50 განკარგულებაში;
✅ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 ივნისის N51 განკარგულებაში;
✅,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, 2019-2021 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №13 განკარგულებაში;

✅,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში;

✅,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 თებერვლის №5 დადგენილებაში;

ასევე, დეპუტატებმა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცეს. 

 სხდომაზე ერთე-ერთი საკითხს წარმოადგენდა ახალციხის მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვება.

 საკრებულოს წევრებმა მოიწონეს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2019-2020 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებები.

გააზიარე