ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს სკოლისაგან სერთიფიკატები გადაეცათ

24 May, 2022

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლადამთავრებულების სასერტიფიკატო გამოცდა გაიმართა.

ახალციხის სალოტბარო სკოლასთან ერთად გამოცდაში- გორის, წალენჯიხის, სამტრედიის, ონის, ფოთის, ოზურგეთისა და თელავის 31 მოსწავლე მონაწილეობდა.

ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, მათე ნებაძემ, ეთერ ნარიმანიძემ, ნინო კახიძემ, იური ბალახაძემ, თეკლა კუბლაშვილმა და მარიამ კუბლაშვილმა, გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. მათ სკოლისაგან სერტიფიკატები გადაეცათ.

ახალციხეში სალოტბარო სკოლა მესამე წელია წარმატებით ფუნქციონირებს, სადაც მოსწავლეები ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას ეუფლებიან.სკოლის პედაგოგები არიან ზაზა თამარაშვილი და ქეთევან კოპაძე.

+6

გააზიარე