ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა

17 May, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის - CTC -ის წარმომადგენლებმა გიორგი ტოკლიკიშვილმა და ირაკლი კახიძემ, მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითშეფასების სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 

სახელმძღვანელოს მიზანია მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას დაეხმაროს საკუთარი საქმიანობის ხარისხის დადგენაში, ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური პროცედურების განსაზღვრასა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, რისთვისაც სახელმძღვანელოში განსაზღვრება შესაბამის კრიტერიუმები და ინდიკატორები. 

შეფასებისას სახელმძღვანელო კონცენტრაციას ახდენს ორ ზოგად მიმართულებაზე: პირველი, მუნიციპალიტეტის საქმიანობის დაგეგმვის, აღსრულების, კონტროლის, შედეგების შეფასების სისტემაზე და მასში სამოქალაქო ჩართულობის ხარისხზე და მეორე, მუნიციპალური სერვისების მიწოდების მინიმალურ ხარისხზე.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ევა იველაშვილი და ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი ილია ზარდიაშვილი ესწრებოდნენ.

გააზიარე