ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა ახალგაზრდებთან

29 ოქტომბერი, 2021

პროგრამის „ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისე 2021“ფარგლებში, დღეს ახალგაზრდებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პროგრამის ეტაპებს და სხვადასხვა შესაძლებლობებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა სთავაზობს მათ.  პროგრამაში  15 ახალგაზრდა მონაწილეობს, ისინი  სამი თვის განმავლობაში მოხალისეობრივ საქმიანობაში  მიიღებენ  როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცონდას  და  განივითარებენ სხვადასხვა საკვანძო უნარებსა და  კომპეტენციებს. პროგრამის ბოლო ეტაპზე  კი ახალგაზრდები მცირე ინიციატივებს განახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა  „ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისე“   2019 წლიდან  ხორციელდება. მისი  მიზანია მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა   და ამ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობა და ჩართულობა.  პროგრამა ასევე, ხელს  შეუწყობს ახალგაზრდებში  მნიშვნელოვანი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას,  მათ გააქტიურებასა და წახალისებას.

გააზიარე