ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე

8 აპრილი, 2021

ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის, ბავშვთა დაცვის ლიგისა და სამცხე-ჯავახეთის მხარის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებისა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, საკანონმდებლო რეგულაციებზე, ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათ კეთილდღეობაზე და საჭიროებებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საჯარო და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებულ მუშაობას.

გააზიარე