ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა მერიაში

21 May, 2019

დღეს, ახალციხის მერიაში ტრადიციულ სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.

მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ სამშენებლო და ზედამხედველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტების დროულად და ხარისიანად შესრულებაზე, სამუშაო პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათი უმოკლეს ვადებში გამოსწორების აუცილებლობაზე. 

ამ დროისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს -მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადებისა და სადარბაზოების მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 7 მასშტაბური პროექტი, სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა სოფლებში წინუბანი- გურკელი- აგარა- ზიკილია- მუგარეთში, ქალაქ ახალციხეში #1 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, სპორტული მოედნის მოწყობა სოფელ გურკელში და სხვა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტების მიმდინარეობასა და მათი შესრულების ხარისხს ყოველდღიურ რეჟიმში უწევენ მონიტორინგს, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის და ზედამხედველი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გააზიარე