ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა მერიაში

12 იანვარი, 2023

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი" შესახებ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრისა და პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

,,დანერგე მომავალი" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულია პროგრამაა. მას სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს.

პროგრამის მიზანია:

სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურად გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც ჩანაცვლდება იმპორტირებული პროდუქცია და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგება და გაუმჯობესდება სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა.

ადგილობრივი, ფიტოსანიტარულად სუფთა, სარგავი მასალების/ნერგების წარმოების ზრდა, რის შედაგადაც შესაძლებელი გახდება იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების, ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის შეთავაზება. ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

სამუშაო შეხვედრას ფონდი ,,ტასოს“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

+7

 

გააზიარე