ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია

19 May, 2020

სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით, 3 სანიაღვრე არხის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 რეაბილიტაცია უტარდება თამარაშვილის ქუჩიდან მდინარე ფოცხოვამდე არსებულ 232 მ სიგრძისა და 2,20 მ სიგანის ღია სანიაღვრე არხს;

 ეწყობა ე.წ „მლაშიხევის“ დახურული სანიაღვრე წყალშემკრები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 80 მეტრი სიგრძის, 4 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა.

დახურული წყალშემკრები ეწყობა რუსთაველის ქუჩაზეც, რომლის სიგრძე 50 მეტრი, სიგანე და სიმაღლე კი 2-2 მეტრი იქნება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებეთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი და ამორტიზებული სანიაღვრე არხები პრობლემებს განსაკუთრებით უხვი ნალექის მოსვლის დროს ქმნიდა. პროექტების დასრულების შემდეგ კი, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება. 

გააზიარე