ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საფარის ჩიხებში ასფალტის საფარი დაიგო

6 აგვისტო, 2020

ქალაქ ახალციხეში, შიდა გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად, საფარის ქუჩაზე მდებარე ჩიხებში განხორციელდა, სადაც ასფალტის საფარი პირველად დაიგო და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდა.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

გააზიარე