ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020" -ის თამაშები ფრენბურთში

11 ნოემბერი, 2019

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის ფარგლებში, ახალციხის სასპორტო სკოლაში საჯარო სკოლების მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები) ერთმანეთს ფრენბურთში შეეჯიბრნენ. ვაჟებში პირველ ადგილზე საძელის სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ვალის №1 სკოლის გუნდმა დაიკავა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი ანის სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი ახალციხის №3 სკოლის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის მუნიციპალური თამაშები გაიმართება აგრეთვე კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და ბადმინტონში. გამარჯვებული გუნდები რეგიონულ და ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.

გააზიარე