შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბიზნესსექტორის აქტიური თანამშრომლობით, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება.
ვალეში მცხოვრებ 100 ოჯახს, ბიზნესმენ ზურაბ ნასყიდაშვილის ხელშეწყობით, თითო ტომარა 50 კგ-იანი ფქვილი გადაეცა.
კერძო შემოწირულობა, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ სხვა კატეგორიის მოქალაქეებს ბინაზე მიუტანეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა.