ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შემაჯამებელი შეხვედრა

25 აპრილი, 2019

დღეს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, შემაჯამებელი შეხვედრა  გამართა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობას ეხებოდა.

შეხვედრაზე  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ნინო რუხაძემ , „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ დირექტორმა  მარინა კუპატაძემ  და NDI -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კოორდინატორმა  თამარ გზირიშვილმა  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანობის გაზრდასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. დასასრულს დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით საინტერესო დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორისა  და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და მონაწილეობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

გააზიარე