ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„შენი სამაგიდო თამაში“- ახალგაზრდული ღონისძიება ახალციხის ციხეზე

25 ოქტომბერი, 2019

დღეს, ახალციხის ციხის ციტადელზე, ახალგაზრდული კლუბის SKYE New Possibility-ის პროექტის ფარგლებში ღონისძიება მოეწყო, სახელწოდებით „შენი სამაგიდო თამაში“.

14-დან - 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაშში ჩართვის და დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა ჰქონდათ. წარმოდგენილი იყო 15-მდე თანამედროვე და პოპულარული სამაგიდო თამაში - „Spot it”, “Dixit”, “Odd World”, “Codenames”, “Age of War” და სხვა.

პროექტი „შენი სამაგიდო თამაში“ ახალგაზრდული კლუბის SKYE New Possibility-ის ინიციატივით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ა(ა)იპ ახალციხის ციხესთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სარეაბილიტაციო ცენტრ „ტალითა კუმთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.

გააზიარე