ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში

27 თებერვალი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, "დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის, სახალხო დამცველის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებმა  საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ თითოეული უწყების წარმომადგენლისთვის შეკითხვები დაესვათ და კომპეტენტური პასუხები მიეღოთ.

პროექტი მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას მათ შორის უმცირესობებისთვის სამართლებრივ მექანიზმებზე ინფორმაციის მიწოდებას.

პროექტს ევროპის საბჭოს ოფისი ახორციელებს. იგი  2018 წლის ივნისში დაიწყო და 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გააზიარე