ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალგაზრდებთან

19 აპრილი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

მათ მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გურამ მელიქიძეს და ახალგაზრდული განყოფილების თანამშრომლებს თავიანთი იდეეები და ინიციატივები გააცნეს. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებზე, ახალგაზრდულ ინტერესებზე და საჭიროებებზე.

შეხვედრის მიზანი იყო მათი ჩართულობით მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება . მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირები პერიოდულად შეხვდებიან ახალგაზრდებს, მოისმენენ მათ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებული იქნება შემდგომ სამოქმედო გეგმაში. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების და ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.

გააზიარე