ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან

22 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან. ჯგუფის წევრები დეტალურად გაეცნენ ახალგაზრდობის სააგენტოს „განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციას. მათ, ასევე დაათვალიერეს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ნაჩუქარი წიგნები და სამაგიდო თამაშები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტომ ახალციხის მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა შემეცნებითი წიგნები და სამაგიდო თამაშები გადასცა, რომლებსაც ახალგაზრდები გამოიყენებენ ღონისძიებებისა და აქტივობების დროს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი აქტიურად აგრძელებს მუშაობას 2021 წლის ახალგაზრდული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს „განვითარების ფონდმა“ მიმდინარე წელს დაფინანსებისთვის ორი მიმართულება გამოყო: რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება. პირველი მიმართულების ფარგლებში დაფინანსდებიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის, გამოცდილების არ მქონეთა მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფებისა და ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიცირებული საგრანტო პროექტები, მეორე მიმართულების ფარგლებში კი ახალგაზრდული ორგანიზაციები.

დეტალური ინფორმაცია „განვითარების ფონდის“ კონკურსის შესახებ განთავსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს facebook გვერდზე: 

https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia

 

გააზიარე