ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა CENN-ის წარმომადგენლებთან

20 May, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ილია ზარდიაშვილს პროექტის „ სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო თანამშროლობის საკითხი განიხილეს.

ახალი პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად.

+2

გააზიარე