ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა იდეების კონკურსთან დაკავშირებით

15 მარტი, 2019

მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმისა განყოფილების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სახლების მენეჯერებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იდეების კონკურსზე, კონკურსის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებზე და მათ ჩართულობაზე ისაუბრეს.

მათ ასევე, ახალგაზრდული პროგრამების სწორად დაგეგმვაზე და განხორციელებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ახალგაზრდული ცენტრების მნიშვნელობას და მათ როლს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში.

მსგავსი ტიპის შეხვედრებს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური არასამთავრობო სექტორთან, უნივერიტეტის სტუდენტებთან, პროფესიული კოლეჯის სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთანაც გეგმავს. 

შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას მუნიციპალიტეტში მიმდინარე ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რათა მათ შეძლონ აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა, როგორც გადაწყვეტილების მიღების ისე განხორციელების პროცესში.

გააზიარე