შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში
დღეს, სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილის შალვა ბერძენიშვილის ინიციატივით ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო.
აღნიშნულ შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ლომიძემ დამსწრეებს გააცნო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.
ასევე, მუნიციპალიტეტში შემავალი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს 2019-2022 წლების ბიუჯეტების პროექტები პროგრამული ბიუჯეტის ფორმატის ჭრილში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი, CCI -ს პროგრამული ბიუჯეტის ექსპერტი ლიანა სხირტლაძე და მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე.