ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა შპს საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან

27 მარტი, 2019

 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსთან ნანა ზუბაშვილთან ერთად, შპს საქართველოს მელიორაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ვაჟა კირტავას, რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს გაბრიელ მაზმიშვილს, ადგილობრივ წარმომადგენლებს გიორგი ჭანკოტაძეს და ვალოდია ხმალაძეს შეხვდა. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 2019 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები და არსებული სარწყავი სისტემების მოვლა-შენახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს. თავის მხრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა და სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსმა ნანა ზუბაშვილმა სტუმრებს სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლოდ ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

გააზიარე