შეხვედრა სტუდენტებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მაკა ბერიძესთან და რექტორის მოადგილესთან მერაბ ბერიძესთან ერთად უნივერისტეტის სტუდენტებს, მათ შორის მერიის სტიპენდიანტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს და ქორეოგრაფიული ანსამბლ „მესხეთის უნივერსიტეტის“ წევრებს შეხვდა.
ირაკლი ლაზარაშვილი სტუდენტების საჭიროებებს, მათ იდეებსა და მოსაზრებებს გაეცნო. ამასთანავე, მერმა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების მიზნით გაწეულ და მიმდინარე სამუშაოებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„მუნიციპალიტეტისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს, რომ ხელი შევუწყოთ სტუდენტებს. სწორედ ამის დასტურია მერიაში მოქმედი პროგრამა ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს". ასევე, ვცდილობთ მუნიციპალიტეტში შევქმნათ ახალგაზრდებზე მორგებული გარემო და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა“ - აღნიშნა შეხვედრაზე ირაკლი ლაზარაშვილმა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელმა ქრისტინე მენაბდიშვილმა და სტუდენტებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.