ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა უცხოელ ახალგაზრდულ მუშაკებთან

25 სექტემბერი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 9 ქვეყნის ახალგაზრდულ მუშაკებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის „FISH or FISHING“-ის ფარგლებში ქალაქ ახალციხეში საერთაშორისო ტრენინგ კურსი იმართება, რომელსაც პოლონური ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,Stowarzyszenie “Dorośli - Dzieciom” და არაფორმალური ახალგაზრდული ცენტრი SUNNY HOUSE”, ERASMUS+ -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტს სტუმრობენ ახალგაზრდული მუშაკები ლატვიიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან და საბერძნეთიდან.

ტრენინგ-კურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული მუშაკების როლისა და ახალგაზრდული საქმიანობის გაცნობა და მათი ხელშეწყობაა, რათა ახალგაზრდების ჩართულობა უფრო აქტიური და თანამონაწილეობითი იყოს, მათ თავიანთი იდეებისა და ინიციატივების განხორციელება შეძლონ.

მერიაში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდული პროგრამების განყოფილების წარმომადგენლებმა სტუმრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. დეტალურად ისაუბრეს, რა გზა გაიარა მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების კუთხით, რა სიახლეები, მიღწევები და გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით, ასევე ისაუბრეს ადგილობრივ ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, სამოქმედო გეგმასა და განხორციელების მექანიზმებზე, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ტრენინგ კურსის ფარგლებში 29 სექტემბრამდე უცხოელი ახალგაზრდული მუშაკები შეხვედრებს მართავენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ პროგრამებში მონაწილე ახალგაზრდებთან. სტუმრები ასევე ახალციხის ციხესა და მუნიციპალიტეტის სხვა ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

გააზიარე