შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
- მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
დაფინანსების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს;
- სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს;
აღნიშნულ პირებს დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
- შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანები:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 311);
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 312);
- სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი:211);
- სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 212);
მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 311, კოდი:211) ყოველთვიურად მიიღებენ - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარს, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.
მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 312, 212) მიიღებენ 40 (ორმოცი) ლარს, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისადა სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 200 (ორასი) ლარს.
- მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
- შშმ პირთა სოციალური დახმარება
დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შშმ პირები:
- მკვეთრად გამოხატული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველთვიურად 25-25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველკვარტალურად 50-50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
- თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები:
- რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე, მიიღებენ სოციალურ დახმრებას კვარტალში ერთხელ, 250-250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდეოდენობით.