ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა

13 ივნისი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მათ შორის უსინათლო ბენეფიციარებისთვის მერიის მხრიდან გაწეული დახმარებისა და შშმ პირების მხარდაჭერის მიზნით შემუშავებული პროგრამების შესახებ იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.

საბჭოს შემადგენლობაში არიან მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.

+4

გააზიარე