ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს გეზრბენში შეეჯიბრნენ.

25 ოქტომბერი, 2019

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“-ის მუნიციპალური თამაშები დაიწყო.

დღეს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე საჯარო და კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები) ერთმანეთს გეზრბენში შეეჯიბრნენ. გოგონებში, 800 მეტრ დისტანციაზე რბენაში პირველი ადგილი ახალციხის №3 საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორეზე ახალციხის №2 სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი №5 სკოლამ დაიკავა. რაც შეეხება ვაჟებს 1200 მეტრ დისტანციაზე რბენაში, პირველ ადგილზე №3 სკოლა გავიდა, მეორეზე №2, მესამეზე კი №1 საჯარო სკოლა.

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელებით, თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ -ის მუნიციპალური თამაშები გაიმართება აგრეთვე ფეხბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და ბადმინტონში. გამარჯვებული გუნდები რეგიონულ და ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ.

გააზიარე