ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სოციალური მოდელის საპილოტე პროგრამის გაცნობა

7 ნოემბერი, 2019

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება იწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოციალური მოდელის საპილოტე პროგრამის გაცნობა და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი გაიმართა.

პროგრამას საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საფრანგეთის განვითარების სააგენტო - „ექსპერტიზ ფრანსი“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დახმარებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებს. იგი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებებში ამოქმედდება, რომლებიც უფლებამოსილი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს - „ექსპერტიზ ფრანსის“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ფუნქციური შეფასების სპეციალისტებისა და ექიმ-კორდინატორებისათვის საერთაშორისო ექსპერტების ტრენინგებით გაგრძელდა.

გააზიარე