ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ჭაჭარაქში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

2 ოქტომბერი, 2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

ახალი საჯარო სკოლის შენობა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა საკლასო, სამასწავლებლო და დირექციის ოთახები, კლასლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, სანიტარული კვანძი და სხვა. სკოლას ასევე, ექნება ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, დეპუტატთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში

გააზიარე