ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სოფელ წყორძაში სანიაღვრე არხი ეწყობა

2 ივლისი, 2020

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სანიაღვრე არხი და გარე განათება ეწყობა.

ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს სოფელში სანიაღვრე არხის მოწყობა.

2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

 

გააზიარე