ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ კლდეში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა

4 ნოემბერი, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ დროისთვის, ახალი სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს სოფელ კლდეში, ზეუბნის დასახლებაში. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 62 000 ლარით ფინანსდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ სპორტული მოედნების მოწყობა მუნიციპალიტეტის 7 სოფელში და ქალაქ ახალციხეში, ზარზმელისა და ხანძთელის ქუჩებზე მიმდინარეობს. უახლოეს ხანში, ახალი და რეაბილიტირებული სპორტული მოედნებით ისარგებლებენ სოფლების - აწყურის, გურკელის, ანის, ჭვინთის, მუსხის, ურავლისა და კლდის მაცხოვრებლები.

ჯამში, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 564 091 ლარია გათვალისწინებული.

გააზიარე