ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ კლდეში, ე.წ. ზეუბნის დასახლებაში გარე განათება მოეწყო

21 ოქტომბერი, 2020

სოფელ კლდეში, ე.წ. ზეუბნის დასახლებაში ახალი გარე განათების მოწყობა დასრულდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოები, პროექტის „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ ფარგლებში დაიგეგმა. სოფელ კლდის მცხოვრების ილია ზუმბაძის ინიციატივამ, ზეუბნის დასახლებაში გარე განათების სისტემის მოწყობის თაობაზე, მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვა და გამარჯვებულ პროექტებს შორის მოხვდა.

დასახლების მაცხოვრებლები ახალი გარე განათებით უკვე სარგებლობენ და ღამის საათებში კომფორტულად გადაადგილდებიან.
 

გააზიარე