ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ კლდეში სასმელი წყლის შიდა ქსელი ეწყობა

18 აგვისტო, 2020

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

პროექტი სოფელ კლდის ე.წ. ფერმების უბნის, სამხრეთ დასავლეთის მხარის უბნებისა და ზედა უბნის სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სოფლის ახალი, მთავარი გამანაწილებლის მოწყობას ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს, მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი მთის ფონდიდან 289 983 ლარით ფინანსდება.

გააზიარე