ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ფერსის საბავშვო ბაღში მხიარული სტარტები მოეწყო

31 May, 2019

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის საბავშვო ბაღში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ბაღის გახსნიდან ზუსტად ორი წლისთავი მხიარული სტარტებით აღნიშნეს. 

სპორტული შეჯიბრებები ჯგუფებს - „ჭიამაიასა„ და „ბზიკებს“ შორის გაიმართა და თანაბარი ანგარიშით, 5 x 5 დასრულდა. სპორტული ღონისძიების ბოლოს, კი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ნაყინებით დასაჩუქრდნენ. 

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები და აღსაზრდელების მშობლები ესწრებოდნენ. 

სოფელ ფერსაში 60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ზუსტად ორი წლის წინ, 1 ივნისს გაიხსნა, სადაც სოფლების ფერსის, გიორგიწმინდისა და მუგარეთის სკოლამდელი ასაკის პატარები საჭირო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. 

გააზიარე