ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ურაველში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა

13 დეკემბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურ საფარიანი მოედანი, რომელიც საფეხბურთო ორი კარითა და კალათბურთის ორი ფარით აღიჭურვება. ამ ეტაპზე შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარით ფინანსდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.

გააზიარე