ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფლებში ჭაჭარაქსა და კლდეში გარე განათების სისტემები ეწყობა

9 ივლისი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტები  მიმდინარეობს.

სოფლებში  ჭაჭარაქსა  და კლდეში  გარე განათების სისტემები ეწყობა. პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტისა და  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  დაფინანსებით გარე განათების სისტემები მოეწყობა:  ქალაქ ახალციხის ქუჩებში (ჩოლოყაშვილი,ნიკოლაძე, ნათენაძე და ივანე ახალციხელი) და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აბათხევში, დიდ პამაჯში, პატარა პამაჯში, ორალში, წირაში, სხვილისში, ყულალისში, წყალთბილაში, ჯულღაში, აგარაში, ფერსაში,  ჭვინთაში, მუგარეთში,  მინაძეში, ურაველში,წყორძაში, ხეოთში და ღრელში გარე განათების სისტემები მოეწყობა.

გააზიარე